logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს

25 ნოე 201914:24
3 წუთის საკითხავი
 
xbybndco9cdl5fb.png

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება გააკეთა. ისინი მიმართავენ გაეროს და მოითხოვენ, რომსაერთაშორისო ორგანიზაციამ  საქართველოში მოავლინოს სპეციალური კომისარი აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად.

„სრულიად აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევება. Amnesty International-ის განცხადებით დარღვეულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მეხუთე მუხლი. მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება“, - განაცხადეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-17 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ის არ აღიარებს ე.წ. საზღვრის კვეთას


close დახურვა