logo
ENG



ვაჟა სირაძე: პარლამენტარებს არ ექმნებათ პრობლემა პარლამენტში შესვლისას

28 ნოე 201911:23
3 წუთის საკითხავი
 
btvxcs579wmrd37.png

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით,  პარლამენტარებსა და ჟურნალისტებს გადაადგილების შეზღუდვა არ ექმნებათ, თუმცა ამ განცხადების პარალელურად დეპუტატები ელენე ხოშტარია და ნიკა მელია საკანონმდებლო ორგანოსთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. 

„არაა შეზღუდვა დეპუტატებზე და ჟურნალისტებზე, მათ თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. ვინც საჯაროდ აცხადებს და ცდილობს ბლოკირებას, მათ შეზღუდული აქვთ პარლამენტთან მოსვლა. ელენე ხოშტარია და ნიკა მელია აგერ უკვე აქ ბრძანდებიან, პოლიციის კორდონს მიღმა. ყველა პარლამენტის წევრები თავისუფლად გადმოდიან. ელენე ხოშტარია იმყოფება ათ აქტივისტთან ერთად, მას შეუძლია მარტო შევიდეს პარლამენტში. ეს შეზღუდვები გაგრძელდება მანამ, სანამ აღნიშნული პირები გააგრძელებენ მსგავს ქმედებას“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეძლეს პარლამენტში შესვლა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა გზით.


close დახურვა