logo
ENG



ვაჟა სირაძე: რამდენადაც ვიცი, დეპუტატები შესულები არიან

28 ნოე 201912:28
3 წუთის საკითხავი
 
8fx20f1mku8pifw.jpg

საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მორიგ განცხადებას აკეთებს.  მისი თქმით, ამ ეტაპზე, დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში იმყოფებიან. პოლიცია კი მობილიზებული იქნება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება საზოგადოებრვიი წესრიგისთვის.

„დეპუტატები შესულები არიან, რამდენადაც ვიცი. სამართალდამცველები ადგილზე იქნებიან მანამ, სანამ დასჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ამ ეტაპისათვის საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე რჩება პოლიციური ძალები“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სეგახსენებთ, რომ დილიან პარლამენტის გარშემო პოლიციელთა უპრეცენდენტო მობილიზებაა - მიმდებარე ყველა ქუჩაზე პოლიციელები დგანან.

 


close დახურვა