თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთდროულად ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთი მანქანა ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა, მეორე კი კურიერს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო და სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.