logo
ENG



ვარაზისხევის და ჭავჭავაძის კვეთაზე მოძრაობა იზღუდება

27 ივლ 202214:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/27/50388q68ua7rya8.jpg

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარაზისხევის და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

"მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება", - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა