logo
ENG



ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

24 იან 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ახალშობილი იპოვეს.

ჩვილი გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში წერილთან ერთად დატოვეს. ბავშვი ჟვანიას სახელობის კლინიკაშია მოთავსბული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ახალშობილი შემოიყვანეს 22:12 საათზე. ის შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა და მას ახლდა საპატრულო პოლიცია. აღენიშნებოდა მსუბუქი ფორმის ჰიპოთერმია, ანუ დაბალი ტემპერატურა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მუდმივად ხდება მისი პარამეტრების კონტროლი და არის მეთვალყურეობის ქვეშ“,- განაცხადა ექიმმა ხათუნა ლომურმა.  


close დახურვა