ხანძრის შედეგად დაზარალებული ვარკეთილის შერეული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი, ვისაც წლიური დეკლარაცია ჩაბარებული არ აქვს, თითო კვადრატულ მეტრზე 500 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ ბაზრობის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
დირექტორმა დაზარალებულებთან შეხვედრა არ ისურვა და ბაზრობის ტერიტორიაზე მხოლოდ მოვაჭრეების ნაწილს შეხვდა. მოვაჭრეები შეკრებას დღესაც აპირებენ ისინი ზარალის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.
მოვაჭრეების ნაწილისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ ანაზღაურება ზარალზე გაცილებით ნაკლები იქნება.
„როგორ იქნება მისაღები სულ მცირე 8 ათასი ლარის საქონელი რომ მქონდა და სამი ათასს რომ მომცემენ რა გავაკეთო? გარდა ამისა მაღაზიის რემონტიც უნდა გავაკეთო. მაღაზია იმაზე მეტი დაგვიჯდა, რასაც გვაძლევენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.