![axt2gcs1e3953s0.jpg](/uploads_script/news/thumb_axt2gcs1e3953s0.jpg)
ვარკეთილში შუახნის მამაკაცი მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტი „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.