logo
ENG



ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 ადამიანი დააკავეს

07 მაი 202217:17
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ მათი დაკავება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე 14 აპრილს ზუგდიდში მომხდარ დაჭრას ეხება. 

სპეცოპერაცია დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ მის ქმარს პოლიცია მისთვის უცნობი მიზეზით დასდევდა და 20 დღეა, რაც ის გაუჩინარდა.

„დაახლოებით 20 დღეზე მეტია ვეძებ ცემს მეუღლეს, ბოლოს 14 აპრილს დამირეკა, მითხრა რომ პოლიცია მოგვდევს, გვესვრის, გვეჯახება, გვიშველეთ, შეიძლება არაგვის ხიდიდან გადაგვჩეხოს  და ითიშება ტელეფონი და მას შემდეგ, 14 აპრილის შემდეგ, ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცოდი დღემდე. დავდივარ პოლიციაში, მიყვირის პოლიცია მეჩხუბება, არ მეუბნება არაფერს“ - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე.


close დახურვა