![2024/06/21/ca38odpk5dvonqq.jpg](/uploads_script3/articles/2024/06/21/ca38odpk5dvonqq.jpg)
ვარკეთილში უცნობმა პირებმა 19 წლის კაცს სასტიკად სცემეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კაცს უცნობი პირები ფიზიკურად საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ. ნაცემი ახალგაზრდა 5 დღე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე 3 ადამიანია დაკავებული. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუხლით.
ფორმულას ინფორმაციით, არსებობენ საქმის სხვა ფიგურანტებიც.