logo
ENG



ვარკეთილში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

17 თებ 202109:32
3 წუთის საკითხავი
 

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

როგორც ფორმულას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

უწყების ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, ასევე, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს.

"მოხდა კორპუსის ევაკუაცია. მეექვსე სართულზე ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის შედეგად სხვა დაშავებული არავინაა", - აცხადებენ უწყებაში.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 9 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


close დახურვა