საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გაჩენილი ხანძრით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულნი არიან როგორც საპატრულო, ასევე სახანძრო ბრიგადები.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები, მობილიზებულია ბრიგადები, პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, დაშავებულები არ არიან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.