logo
ENG



ვარლამ წიკლაურმა „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი ქონებრივ დეკლარაციაში არ გაასაჯაროვა

27 თებ 202617:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/27/m6m4byd7p9ecygy.png

ვარლამ წიკლაური, რომელიც წარსულში ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი იყო და ამჟამად ახალციხის მერის თანამდებობას იკავებს, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას "იმედიდან" მიღებული შემოსავალი საჯაროდ არ ასახა.

როგორც წიკლაურმა "მედიაჩეკერს" განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი პირადი არჩევანი იყო და მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. მისი თქმით, დეკლარაციის შევსების დროს მას შეეძლო აღენიშნა, რომ კონკრეტული შემოსავლის გასაჯაროებას საჭიროდ არ მიიჩნევდა.

წიკლაურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია 2022 წელს ბელგიაში შეძენილი ბინა. დოკუმენტის თანახმად, უძრავი ქონება მისმა მეუღლემ იყიდა და მასში 167 ათასი ევრო გადაიხადა. იმავე წელს წყვილს ბელგიაში შვილი შეეძინა. ერთ-ერთ ინტერვიუში წიკლაური აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლის მშობლები ბელგიის მოქალაქეები არიან.


close დახურვა