logo
ENG



ვარშავის მერიამ რუსეთს ქალაქში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა და უკრაინელებს გადასცემს

11 აპრ 202218:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/145og10up6o3xew.png

ვარშავის ხელისუფლებამ რუსეთს ქალაქში არსებული უძრავი ქონება ჩამოართვა. ისინი გეგმავენ ჩამორთმეული შენობა უკრაინის მოქალაქეებს გადასცენ.

როგორც ვარშავის მერმა რაფალ ტრზასკოვსკიმ აღნიშნა, სობესკზე მდებარე კომპლექსი 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაკვეთით აშენდა. შენობაში 100 ბინაზე მეტია, რომლებშიც საბჭოთა კავშირის დროს რუსი დიპლომატები ცხოვრობდნენ ოჯახებთან ერთად.

90-იან წლებში რუსებმა შენობის მოვლა შეწყვიტეს და ის მიტოვებული იყო. ბოლო წლების განმავლობაში ვარშავის მერია ცდილობდა შენობა ქალაქის ბალანზე გადმოეტანა. 2016 წელს ადგილობრივმა სასამართლომ რუსეთს შენობის დაბრუნება დააკისრა, თუმცა რუსეთი ამტკიცებდა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი დიპლომატიური ობიექტი იყო. რუსეთმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

ამ ეტაპზე ხელისუფლება სახლის ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებს. პოლონეთში უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ "ეს სახლი ნამდვილად მოემსახურება უკრაინას და უკრაინელებს. აქ შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, უკრაინული ცენტრი, ან შეიძლება გადმოვიტანოთ პოლონეთში უკრაინელების გაერთიანების ფილიალი. ვნახოთ იქამდე რა მდგომარეობაშია სახლი". 

 


close დახურვა