logo
ENG



ვარშალომიძე: ვაპირებ ჩემი კანდიდატურა ბათუმის მაჟორიტარად დავაყენო

31 აგვ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი და უკრაინის საინვესტიციო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

აღნიშნულზე ვარშალომიძემ, ფორმულას გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" ისაუბრა.

როგორც ვარშალომიძე აცხადებს, ის მოსახლეობასთან შეხვედრას და პარტიის გეგმების გაცნობას, არამარტო ბათუმში, არამედ სხვა რეგიონებშიც აპირებს.

"ვაპირებ დავაყენო ჩემი კანდიდატურა ბათუმის მაჟორიტარად. ვიბრძოლებ ბათუმში და არა მარტო ჩემ რეგიონში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გავალ მოსახლეობასთან შეხვედრით.

ის რომ ქართული ოცნება ცუდია დამერწმუნებით, რომ ყველამ იცის და ყველა გვეთანხმება, მაგრამ ყველას სჭირდება ჩვენი გეგმა. ჩვენი გეგმის ერთ-ერთი დიდი ნაწილი არის, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ქვეყანა ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ. ეს ეხება როგორც გადასახადების შემცირებას, ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, მთიანი რეგიონების განვითარებას",-აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

ბათუმში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძეა. 

 


close დახურვა