logo
ENG



ვარჯიში ოკუპანტი ქვეყნის ნაკრებთან ერთად

08 თებ 202220:19
3 წუთის საკითხავი
 

რაგბის ფედერაციის სკანდალური გადაწყვეტილება. საქართველო ოკუპანტი ქვეყნის რაგბის ნაკრებს უმასპინძლებს და ერთმანეთის მეტოქეები ერთობლივ შეკრებას გაივლიან. ამაში უჩვეულო არაფერია არც ფედერაციისთვის და არც ქართული ოცნებისთვის. "რუსეთთან თამაში ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება" - ასეთია განმარტება. არადა ცნობილია, რომ საქართველო რუსეთის ნაკრებისთვის ხშირად უძლეველი მეტოქეა. როგორც ჩანს, ქუთაისში ერთკვირიანი შეკრება რუსეთის შვიდკაცას გასაძლიერებლადაა დაგეგმილი, ინიციატორიც რუსული მხარეა. 

 


close დახურვა