ჩვენ ამ ეტაპზე ვიძლევით რეკომენდაციას, რომ საქართველომ აქცენტი გააკეთოს 12 რეკომენდაციაზე, რომელიც კომისიამ განსაზღვრა და რომლის მიხედვითაც, უნდა გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, უნდა ჩატარდეს რეფორმა სასამართლო სისტემაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა გარე მხარეებისგან, ასევე შემცირდეს წნეხი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იყოს მედიის თავისუფლება. ეს ყველაფერი გაწერილია 12 რეკომენდაციაში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, რადგან იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს, როდესაც ჩვენ ჩავატარებთ შეფასებას, რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, ვაჩვენოთ, თუ რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო
ვარჰეი: მჭიდროდ დავაკვირდებით სასამართლო რეფორმას, მედიის თავისუფლების გაძლიერებას
06 სექ 202222:32
3 წუთის საკითხავი