logo
ENG



ვასაძე-ივანიშვილის ფარულ შეხვედრებს საპარლამენტო ოპოზიცია აფასებს

10 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
k9zsu69w2axtnhe.png

 

ვასაძის განცხადებას, ივანიშვილთან ფარულ შეხვედრებზე საპარლამენტო ოპოზიცია აფასებს. პოლიტიკური ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ვასაძე შეიძლება განაწყენებული იყოს ივანიშვილზე. მათი შეფასებით ეს არის დასტური იმისა, რომ ძალადობრივ დაჯგუფებებს, ვასაძის, ბრეგაძისა და ფალავანდიშვილის მეთაურობით, ივანიშვილი მართავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ივანიშვილი მუდმივად თანამშრომლობს რადიკალურ დაჯგუფებებთან და ქართული ოცნების ერთადერთი დასაყრდენი დღეს სწორედ ეს დაჯგუფებებია.

„ლევან ვასაძემ გაასაჯაროვა ერთი თუ ორი შეხვედრა, რომელიც ჰქონდა ივანიშვილთან, თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ივანიშვილი მუდმივად თანამშრომლობდა ვასაძესთან და ეს შეხვედრები რეგულარულად იქნებოდა, ისინი მწყობრი გეგმით მოქმედებდნენ. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი დასაყრდნობი ძალა ამ ქვეყანში, რომელსაც ერთი თითის დაქნევით ქუჩაშ გამოივანს, არის სწორედ ესეთი რადიკალური დაჯგუფებები და ჩვენ მომსწრე ვართ მთელი წლის განმავლობაში, რომ როგორცკი ქართული ოცნება კრიზისში შედიოდა, მაშინვე ასპარეზზე გამოდიოდნენ ესეთი რადიკალური დაჯგუფებები“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ვასაძე-ივანიშვილის შეხვედრას აფასებს „ევროპული საქართველოს წევრი“, გიგი უგულავაც, მისი თქმით. ივანიშვილი და ვასაძე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.

„ის რომ ურთიერთჩაშვებით არიან დღეს დაკავებული ვასაძე და ივანიშვილი ეს ძალიან კარგია თავისთავად, თუმცა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ეს ორი ადამიანი მსოფლმხედველობრივად ერთი და იგივე ცომისგან არიან მოზელილი, განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო, როდესაც ხელებს უბრაგუნებდა კერძზე ვასაძე და იძახდა, რომ სტუმარ-მასპინძელს მოუხმობდა და თან იძახდა რომ მე შენ არ ჩამიწერიხარ და იმედია შენც არ ჩაგიწერივა, ეს არის კლასიკური რუსული მოდელი 90-იანი წლების“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, ვასაძემ ვერის ბაღში განცხადება გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ ის ივანიშვილთან ფარულ შეხვედრებს მართავდა. ვასაძეს შეხვედრების შინაარსზე არ უსაუბრია.

 


close დახურვა