logo
ENG



ვატო წერეთელი: ჩემს ოჯახს ევაჭრებიან სიცოცხლით

06 თებ 202022:03
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მამამისი ავთანდილ წერეთელი გონზე მოვიდა. ვატო წერეთლის თქმით, ხელისუფლებას კრიტიკული მედია საარჩევნო წელს არ სურს და მის ოჯახს სიცოცხლით ევაჭრებიან.

„რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე და ახლა გონზეა. გაურკვეველია ხელისუფლების ასეთი გაცოფება 70 წლის ადამიანის ასე ყოველდღე სასამართლოში ტარება. პრაქტიკულად, ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გამიგია კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, მაგრამ ახლა დღეგამოშვებით და ყოველ დღე არ გამიგია. პირადად ხელისუფლებასა და ქართულ ოცნებას ვაკისრებ პასუხისმგებლობას. ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, რაც ჩემი ოჯახის გარშემო ხდება. ჩემს ოჯახს ევაჭრებიან სიცოცხლით. ასეთი კრიტიკული მედია საარჩევნო წელს არ უნდათ“, - განაცხადა ვატო წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვატო წერეთლის განაცხადა, რომ მამამისი ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


close დახურვა