logo
ENG



ვაშაძე: ალბათ, ეკლესიებში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს

29 აპრ 202021:22
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა მთელი სამყარო აღიარებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლს საქართველოს ქმედით სახელმწიფოდ გადაქცევაში.

ვაშაძის თქმით, არავის სჯერა იმ ბრალდების, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯეს.

„ზოგიერთი რამ მხოლოდ ზედაპირზეა. პირველი არის ის, რომ პოლიტიკურად წარმართული პროცესის, რომლის შედეგადაც გასაამართლეს საქართველოს პრეზიდენტი და რაღაც მიუსაჯეს, არავის სჯერა არც საქართველოს შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

მეორე ის, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, დანარჩენი სამყარო აღიარებს იმ უზაარმაზარ როლს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ითამაშა საქართველოს ქმედით ეფექტურ სახელმწიფოდ გადაქცევაში.

მესამე ის, რომ ალბათ, ეკლესიებში დადიან, რომ სააკაშვილს არაფერი გამოუვიდეს. თუ გამოუვიდა, არაპროფესიონალიზმი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, კიდევ უფრო ნათელი გახდება“, - განაცხადა ვაშაძემ.


close დახურვა