logo
ENG



ვაშაძე: არ გვინდა ისეთი პარლამენტი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ემსახურება

08 ნოე 202016:37
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთაველზე, აქციაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ვითარება, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის განმავლობაში მოქალაქეები მხოლოდ ქუჩის პროტესტით ახერხებენ შედეგის მიღებას, უნდა დასრულდეს. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეებს ისეთი პარლამენტი უნდათ, რომელიც მოუსმენს ხალხს და არ ემსახურება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს.

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს მიერ დათვლილ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ადამიანების მოთხოვნა, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.


close დახურვა