logo
ENG



ვაშაძე: გამოიყენეს უკვე ძალა ადამიანები დაკავებულები არიან

26 ნოე 201905:59
3 წუთის საკითხავი
 
4l7460akdl8l0im.jpg

პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები აუცილებლად გაიმარჯვებენ. ვაშაძის თქმით, მთავრობამ უღალატა ქართველ ხალხს.

„ვაგრძელებთ მშვიდობიან არაძალადობრივ პროცესს. ჩვენ ყველა ვაჩვენებთ „ქართული ოცნების“ სახეს. „ვაშინგტონ პოსტმა“ მიმართა ტრამპს, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა ქართველ ხალხს. დროა ტრამპმა ამაზე იფიქროს. ჩვენ გავიმარჯვებთ. ისინი სპეცრაზმელების გარდა ვერაფერს გვიპირისპირებენ. სპეცრაზმელების თანხლებით ატარებენ პარლამენტის სხდომებს. მივმართავ დეპუტატებს, არ გრცხვენიათ ასე უნამუსოდ რომ დახოცეთ თანამდებობისთვის ერთმანეთი? მათ გამოიყენეს უკვე ძალა ადამიანები დაკავებულები არიან", - განაცხადა ვაშაძემ. 

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია ყველა - "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დარბევა დაიწყო.

 


close დახურვა