logo
ENG



ვაშაძე: გვექნება ბევრი აქტივობა, რომელიც ოცნებას აიძულებს წამოვიდეს დიალოგზე

16 დეკ 201908:10
3 წუთის საკითხავი
 
c04vvkdk6rmpib9.jpg

ოპოზიცია რეგიონებში გასასვლელად ემზადება. ქუთაისის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად 19 დეკემბერს ზუგდიდში შეიკრიბებიან. საპროტესტო აქცია კვირის ბოლოს ბათუმში გაგრძელდება.  ოპოზიცია აქციებთან ერთად სხვა აქტივობებსაც გეგმავს.  

როგორც პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „ოცნების“ მთავარი მიზანი სკამების შენარჩუნებაა.

ჩვენ გვაქვს რეგიონალური ტურნე. ხუთშაბათსა და კვირას ვიქნებით ზუგდიდსა და ბათუმში. ასევე, ამ დღეებში ოპოზიციურ პარტიებს გვექნება ბევრი აქტივობა, რომელიც "ოცნებას" აიძულებს იყოს მეტ-ნაკლებად კონტრუქციული, წამოვიდეს დიალოგზე და დიპლომატების რეკომენდაციები ყურად იღოს. ჩვენ წინ არის ადამიანთა ერთობა, რომელთაც ერთადერთი მიზანი აქვთ, შეინაჩუნონ სკამები. მათ არ აწუხებთ ხალხის გაჭირვება.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარიპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მესამე შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობა შესთავაზა, რაზეც მმართველმა გუნდმა შიდა კონსულტაციებისთვის ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

როგორც გაირკვა ხელისუფლებისთვის მრავალმანდატიანი ოლქებით არჩევნების ჩატარება მიუღებელია.

 


close დახურვა