ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქუთაისის მერიასთან სიტყვით გამოდიან. როგორც გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა.
„ეს როგორც გაფრთხილება, უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა თუ დროულად არ მოეგებიან გონს. ეს ნიშნავს გაცილებით უფრო ფართო გეგმას წინააღმდეგობრივი მოძრაობის. საპროტესტო გამოსვლები იქნება ყველა რეგიონში“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.