logo
ENG



ვაშაძე: ენმ-ს ვხედავ კოალიციაში, ამ კოალიციის პრემიერი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა

01 სექ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ენმ-ს ვხედავ კოალიციაში, ამ კოალიციის პრემიერი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებისა, ის კოალიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას განიხილავს. ვაშაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებისა და "ქვეყნის განვითარებაში" მონაწილეობის მიღების შანსი უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებთან. თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით, მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ნაციონალურ მოძრაობას ვხედავ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა", - აცხადებს ვაშაძე.

26 აგვისტოს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ენმ-მა ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია.


close დახურვა