logo
ENG



ვაშაძე: ეს უკიდეგანო გაჭირვება დამთავრდება, როდესაც ამ თვითმარქვია ადამიანებს დავამთავრებთ

06 დეკ 201914:07
3 წუთის საკითხავი
 
fo34isn5qkb0uf3.jpg

ოპოზიციზიური პარტიების მომხრეები და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში კიკვიძის ბაღში იკრიბებიან, საიდანაც მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით ქუთაისის გამგეობის ეზოში გადაინაცვლებენ. 

როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამთავრებულია.

„გვექნება მშვიდობიანი მსვლელობა. ორი დღეა ქუთაისში დავდივარ და ხალხი მართლა დაიღალა იმით, რაც „ოცნებამ“ იკადრა. „ოცნება“ დამთავრბეულია. ამ მშვიდობიან პროტესტს მივმართავთ იმისთვის, რომ შევასრულებინოთ მმართველ გუნდს დაპირება. ეს უკიდეგანო გაჭირვება დამთავრდება, როდესაც ამ თვითმარქვია ადამიანებს დავამთავრებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსებთ, რომ მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები. მოთხოვნა ერთია - ჩატარდეს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით.

 

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.


close დახურვა