logo
ENG



ვაშაძე: ის, რომ მელიას პატიმრობა არ შეეფარდა, მიუთითებს მის უდანაშაულობაზე

02 დეკ 201911:22
3 წუთის საკითხავი
 
4sel9tuiqrx9eg3.jpg

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოზრაოძის" წევრის ნიკა მელიას სასამართლო პროცესს ეხმაურება. ვაშაძე აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული არასაპატიმროს შესახებ გადაწყვეტილება მელიას უდანაშაულობაზე მიუთითებს. 

„ამას ადამიანური გადმოსახედიდან ვიტყვი - ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობარს პატიმრობა არ შეეფარდა. ის რომ პატიმრობა არ შეეფარდა, მიუთითებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ნიკა მელიას კანონის საწინააღმდეგოდ არ უმოქმედია. 25-ათასიანი ჯარიმა, რომელიც განაჩენში არის, ეს არის ერთგვარი სახის შენარჩუნების მცდელობა, რომ გამართლდეს ფუჭად დახარჯული  დრო“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ პარლამენტი ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს არ შეუჩერებს.  

"ეს გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გადავიდეს პარლამენტში, რომელმაც კენჭი უნდა უყაროს მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. ეს არ არის ავტომატური პროცესი. ისევ იმ ჯოჯოხეთის გავლა მოუწევს პარლამენტს, რაც ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც ივანიშვილმა სრულიად სამარცხვინოდ მიაცემინა დეპუტატებს, მათ შორის მისი ბავშვობის მეგობარს, ხმა მელიას წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ იგივე გააკეთონ და შეუჩერონ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 


close დახურვა