პოლიტიკური პლატფორმის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს.
ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ერთმანეთს არ დაესხას თავს.
„მე ვაპირებ მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს დავუჭირო მხარი, საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს დავუჭირო მხარი. უბრალოდ, გვექნება ძალიან მძლავრი კამპანია - აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნებები. მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავესხათ ოპოზიცია ერთმანეთს თავს და ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს, რათა საერთო ოპოზიციური ფრონტი შევინარჩუნოთ. მეორე, სადაც შესაძლებელია შეთანხმება შევთანხმდეთ, სადაც არ არის შესაძლებელი იქ იქნება კონკურენცია, სხვა გამოსავალი არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი" ჩამოაყალიბეს.
აღნიშნულ საკითხს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა გიორგი ვაშაძის საქმიანობის ხელშემწყობი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.