„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დღეს "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ შემუშავებული ანტიკრიზული გეგმის მეორე ფაზას წარადგენს.
ვაშაძის თქმით, გეგმა ითვალისწინებს საზღვრების გახსნის კონკრეტულ თარიღებსაც.
„თუ გავაგრძელებთ იმ გზით სვლას, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, გვემუქრება მასობრივი შიმშილი. ჩვენი გეგმა მოიცავს საზღვრების გახსნის კონკრეტულ თარიღებს, რათა არ დავკარგოთ ტურიზმისგან შემოსავალი და 500 000 სამუშაო ადგილი არ გაქრეს“, - აცხადებს ვაშაძე.
„ახალი საქართველს" ლიდერი მედიას კონკრეტულ მტკიცებულებებსაც გააცნობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის საკმარისი მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა კრიზისის დასაძლევად.