logo
ENG



ვაშაძე: პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებელია, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და გაჭირვება

22 ნოე 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
0p77mct9y0xgty6.jpg

სტრატეგია აღმაშენებელი არის ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის - ეს იყო მთავარი თემა რაზეც დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლებმა საკუთარი გეგმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ექსპერტებს გააცნეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის თქმით, მთავარი ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებაა და ეს სწორედ პროპორციული არჩევნებით არის შესაძლებელი. ასევე, ვაშაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემით შესაძლებელი იქნება სიღარიბის, გაჭირვებისა და სხვა პრობლემების დამარცხება.

„ჩვენ წარმოვადგინეთ უმუშევრობის, სოციალური პრობლემების, ეკონომიკის განვითარების გეგმები 1-ლი ოქტომბრიდან, მაგრამ თუ ქვეყანაში ძალაუფლება არ ეკუთვნის ხალხს ვერაფერი ვერ განვითარდება, რადგან ხელისუფლება არ იქნება ხალხთან ვალდებული. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და კონკრეტულად წარმოვადგინეთ მამტკიცებელი საბუთები, რატომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებელი, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, გაჭირვება და რაც მთავარია ძალაუფლება დავუბრუნოთ ხალხს“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა