ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის თემა უცვლელია, ასევე ვაშაძის თქმით, პოლიტიკური პარტიები კვლავ აპირებენ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას.
„ქართული ოცნება მთლიანად გადმოვიდა ჩვენს განრიგზე, ოთხშაბათს გააუქმეს მოსამართლეთა კომიტეტი, გადადეს ხუთშაბათისთვის, როცა იქნება მაშინ იქნება პიკეტირება, რადგან ეს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის თემაა. ჩვენ გვექნება რეგიონებში მწვავე რეაქციები“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე კომენტარი გააკეთა, 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზეც, მისი თქმით, ხელისუფლებას საჯარო მოხელეების იძულებით ჩამოყვანა სურს.
„ვერ გავიგეთ რა ღონისძიებას მართავს, საჯარო მოხელეების იძულებით ჩამოყვანა უნდა „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ნამდვილად არ შევალთ იგივე კონტრაქციებში და იგივე სისულელეებში რასაც თვითონ მოქმედებენ. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი, რითიც ვმოქმედებთ „ქართული ოცნება“ რეაგირებს ჩვენ გეგმაზე.... ჩვენი მიზანიც ეს არის რომ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ვისთან გვაქვს საქმე, პრინციპულები ვართ, ერთიანები ვართ და ბოლომდე შეუპოვრები ვართ“,-განაცხადა ვაშაძემ.