პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარმწუნებულია, რომ სწორი ნაბიჯებითა და ერთიანობით ხელისუფლება ბრძოლაში დამარცხდება.
ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებს მიიღებს.
"ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ უბრალო ჰაეროვანიდაპირებებზე წაყოლას მიყავხარ კატასტროფამდე. ამიტომ გვაქვს რამდენიმე ფაქტორი; პირველი - საზოგადოება განწყობილია ცვლილებებისკენ, მეორე - ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიანობას საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მესამე - საერთაშორისო საზოგადოების თვალში ხელისუფლება გახდა მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი და არის ნება მოხდეს მისი მშვიდობიანი ცვლილება. ბოლოს კი ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ დავჯდებით და არაფერს გავაკეთებთ, ბუნებრივია არც არაფერი მოხდება. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ბოლომდე ვიბრძლოთ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".