logo
ENG



ვაშაძე: სასწრაფოდ გამოქვეყნდეს კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი

08 მაი 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა მთავრობამ კოვიდ პასპორტები დანერგოს, რათა ტურიზმის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტები იყოს დაცული.

„საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისთვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ვიცოდეთ თუ რა უსაფრთხოების სყანდარტი უნდა დავიცვათ ჩვენ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, ვინც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, იცოდეს თუ რა პროცედურები უნდა გაიაროს“, - აცხადებს ვაშაძე.


close დახურვა