logo
ENG



ვაშაძე:არაადეკვატური ჯანდაცვა, განათლება ოცნების კრიმინალური დაჯგუფების ოკუპაციის შედეგია

05 ნოე 201911:36
3 წუთის საკითხავი
 
z7jk9nn6iw8mf5f.png

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად თელავსა და ნაფარეულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვდრის მიმდინარეობისას პარტიის ლიდერებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. ასევე, გაეცნენ ადგილობრივების ძირითად პრობლემებს, რასაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუტურა და გაზრდილი ემიგრაცია წარმოადგენს. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გამარჯვების შემდეგ სოფლის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდნენ. ვაშაძემ მმართველ გუნდს "კრიმინალური დაჯგუფება" უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უამრავი პრობლემის წინაშე დგას. 

"ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა - უმუშევრობა, შემოსავლის აბსოლუტური არქონა. ბავშვებმა, რომლებმაც დაამთავრეს საშუალო სკოლები და უმაღლესები, არ იციან ამ ცოდნას რა უქნან, ამიტომ ემიგრაციაში უწევთ წასვლა. არაადეკვატური ჯანდაცვა, არაადეკვატური განათლება - ეს არის ე.წ. "ქართული ოცნების," კრიმინალური დაჯგუფების საქართველოს 7-წლიანი ოკუპაციის შედეგი", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

 

 


close დახურვა