logo
ENG



ვაშაძე:გრუ-ს აგენტებს მთავრობა უნდა აკავებდეს, თუ ვერ იზამენ, კობახიძემ სახეზე ნაცარი წაისვას

18 ივნ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილი გრუ-ს აგენტად მოიხსენია.

ვაშაძემ კობახიძის ბრალდებებს „სისულელე“ უწოდა დ აღნიშნა, რომ თუ ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ხელისუფლება ვალდებულია, ოქრუაშვილი დააკავოს.

„არათუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული ფინანსური ინტერესებისთვის გაყიდოს ბოლომე სამშობლო და მოიგონოს ათასნაირი სისულელე, ზღაპარი. ამ განცხადებაზე ასე ვუპასუხებ, თუ ეს ასეა, მაშინ თქვენი ვალდებულებაა, ის გრუ-ს აგენტები, რომელიც დაასახელეთ, მათ მიმართგამოძიება აწარმოოთ და დააკავოთ. თუ ამას ვერ იზამთ, მაშინ კობახიძე გამოვიდეს და სახეზე ნაცარი წაისვას საჯაროდ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს მათი საერთო სულისკვეთებაა, ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმე. მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ დანაშაულზე უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს მხოლოდ ოპოზიციას აძევდა.


close დახურვა