logo
ENG



ვაშაძე:იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძე და სხვა ექიმები, ხელისუფლების პოლიტიკური იარაღი არიან

27 აპრ 202010:18
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ცნობით, დღეიდან ქვეყანაში ტესტების მარაგები შეივსება. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტი 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში ტესტების დეფიციტი იქნება, მოიმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ოპოზიციისთვის კი ხელისუფლების ნაბიჯები დაგვინაბეულია.  .

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ტესტირების ნაკლებობამ იმ რეგიონების ჩაკეტვა გამოიწვია, რომლებიც დღემდე კარანტინის რეჟიმშია.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ დააგვიანა რეაგირება და მას შემდეგ, რაც ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ ევროპელი მომწოდებლებლებისგან მიეღოთ ტესტების დიდი მარაგი, გადავიდნენ თავის მართლების რეჟიმში და დღემდე აგრძელებენ ამას. თუმცა, ტესტირება აუცილებელია. გუშინ ეს თეთრიწყაროს შემთხვევვამაც გამოავლინა,  ტესტირება რომ უტარდებოდეს რეგულარულად სამედიცინო პერსონალს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავიდან ავიცილებდით თუნდაც თეთრიწყაროს შემთხვევას“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

„ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ ის ექიმები,  რომლებიც ტესტირებებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ „ქართული ონცბეის" გავლენის ქვეშ არინ.

„მათ ხელისუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ ჰქონდათ და ახლა უნდათ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ყველაზე მეტად ვწუხვარ იმაზე, რომ ექიმები, რომლებიც გამოდიან, ბატონების - პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით, არიან პოლიტიკური იარაღი, შესაძლებლობა ხელისუფლების ხელში. დღეს ყველა თანხმდება, რომ ტესტები გვჭირდება. ქართულ ოცნებას იმიტომ არ ჩამოაქვს ტესტები, რომ ეკონომიკური იზოლაცია გაახანგრძლივოს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტის სერგო ჩიხლაძის თქმით კი,  აუცილებელია დროულად ჩატარდეს „პი სი არ“ და სწრაფი ტესტები.

„რაც დაასახელეს, რომ 12 000 „პი სი არ“ ტესტის მარაგი გვაქვს და რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტის, ეს საკმარისი არაა. თითონ ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული ალგორითმის თანახმად, რამდენიმე ათეულ ათას კაცზეა საუბარი, რომ დაიტესტოს. ამის მიღება და შევსება დროულად აუცილებელი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „პი სი არ“ და სწრაფი ტესტების ჩატარება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 



close დახურვა