logo
ENG



ვაშაძე ამნისტიის პუნქტზე: ვთქვით, რომ მზად ვართ ეს შეეხოს ყველას, მათ შორის გიორგი რურუას

31 მარ 202101:18
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპელი მედიატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახული პუნქტი "ამნისტიის კანონის ინიცირებაზე" უნდა გავრცელებულიყო, მათ შორის, მსჯავრდებულ გიორგი რურუაზეც, თუმცა, როგორც ამბობს, ეს საკითხი ქართულმა ოცნებამ არ მიიღო. 

"ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ეს შეეხოს ყველას, 20 ივნისთან დაკავშირებით, რათა ამოიწუროს ეს საკითხი. უფრო მეტიც, გიორგი რურუაზეც გავრცელდეს, არის ამის მექანიზმი. ამაზე მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ სამწუხაროდ, უარი მივიღეთ ქართული ოცნებისგან", - ამბობს ვაშაძე შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ამნისტიის კანონის ინიცატივა ხელმომწერებს პარლამენტში უნდა შეეტანათ და უნდა შეხებოდა 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას

"ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე.

კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება", - წერია დოკუემნტში. 


close დახურვა