logo
ENG



ვაშაძე გენპროკურორობის კანდიდატს - მხოლოდ იმისთვის გნიშნავენ, რომ ოპონენტები დააპატიმროთ

17 თებ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მიმართავს და მოუწოდებს, მმართველი გუნდის უკანონო დავალებები არ შეასრულოს.

როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას თანამდებობის დატოვება არჩევნების მეორე დღეს მოუწევს, თუმცა მისივე თქმით, თუ უკანონო დავალებების შესრულებას გააგრძელებს, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

„ჩვენ გავაპროტესტებთ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორად გამწესებას. შოთაძეს აქვს ერთადერთი დამსახურება - ის პირადი ერთგულება რასაც გამოხატავს ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ლიდერების მიმართ. მას სხვა არანაირი ღირსება და დამსახურება არ აქვს, რის გამოც ისინი კვლავ აბრუნებენ ამ პოზიციაზე. მინდა ვუთხრა მასაც და იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს მის კანდიდატურას, მაქსიმუმ ოქტომბერში, არჩევნების მეორე დღეს მოგიწევს ბატონო ირაკლი ისეთივე განცხადების დაწერა გათავისუფლებაზე, როგორიც ეს დაწერე პირველ ჯერზე. მეორედ მოგიწევთ წასვლა. თქვენ გნიშნავენ ერთადერთი რამის გამო - დააპატიმროთ ოპოზიციონერი ლიდერები. მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ ამდენი უკანონო დავალება, რადგან უბრალოდ გათავისუფლება კი არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება მოგიწიოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, გენპროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძე დღეს იურიდიული კომიტეტში მოუსმენენ, ხვალ კი, საკითხი განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავა. აღნიშნულის გამო, ოპოზიციამ ხვალ 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია დააანონსა და მოქალაქეებს მოუწოდა, შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნება გააპროტესტონ.


close დახურვა