logo
ENG



ვაშაძე ზარდიაშვილზე: დანიშნეს თანამდებობაზე, სადაც მიიღებს ათჯერ უფრო მეტ ხელფასს

09 დეკ 201918:51
3 წუთის საკითხავი
 
6qq1at3o12j0ck1.jpg

„ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება, ზარდიაშვილები კი მეტ შემოსავალს ნახულობენ“ - ასე გამოეხმაურა „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ვანო ზარდიაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას.

„ამ შესანიშნავ პარლამენტის ყოფილ წევრს დაუფასდა მისი ქმედება და დანიშნეს თანამდებობაზე, სადაც მიიღებს ათჯერ უფრო მეტ ხელფასს, ვიდრე იღებდა პარლამენტში.  აი, ეს არის - ცირკში ვართ უბრალოდ. ცირკია „ქართული ოცნება“.  ან ნამუსი არ აქვთ, ან რა ჰგონიათ, ხალხი ამას ვერ ხედავს? ხალხი ღარიბდება ყოველდღიურად, ზარდიაშვილები მეტ შემოსავალს ნახულობენ. როგორც ვიცი, ქუცნაშვილიც იქ გაუშვიათ - თავშესაფარივითაა. გეგონება, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და მსგავსი ორგანოები იყოს საჯარიმო ადგილი. საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ ამ საჯარიმოებზე გაშვებულებს. ენერგეტიკის სფეროს რაც შეეხება, კალაძემ დაანგრია ეს სფერო, ახლა მისი წინამორბედი მერი ანგრევს, შეუერთდა ამ ნგრევას ზარდიაშვილი და ქუცნაშვილი, ღრღნიან სახელმწიფოს. უნდათ, რომ არჩევნებამდე მოასწრონ ბევრი ფულის კეთება.  ამ ფულს უკან დავაბრუნებინეთ, ამის პირობას ვდებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში მანდატი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შეუერთდებოდა.


close დახურვა