logo
ENG



ვაშაძე იპსოსის კვლევებზე: უნდა დავიჯეროთ, რომ არავინ არ არის ივანიშვილი და შეგვიძლია შევცვალოთ

03 თებ 202022:48
3 წუთის საკითხავი
 

 

„ახალი საქართველო“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ იპსოს ახალ კვლევებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც 62%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს.

ვაშაძის თქმით, ეს შედეგი ლოგიკურია ვინაიდან ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საზოგადოების სოციალური მდგომარეობა გაუარესდა.

„უმუშევრობა იზრდება, ადამიანების შემოსავალი იკლებს თვიდან თვემდე, მილიონი ადამიანი თვიდან თვემდე ეძებს სამუშაო ადგილს. მერვე წელი დაიწყო რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ყველა აფასებს ვცხოვრობთ უკეთესად, იგივე ნაირად, თუ უარესად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ცხოვრობს, აქედან გამომდინარე 62%-ს უნდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან იმედის ნაპერწკალიც კი გაუქრა ხალხს. მე ვფიქრობ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც ჩვენ გვაქვს - ცოტა ნაკლებია ვინც ამბობს, რომ შეიცვლება ხელისუფლება, აქ ოპოზიციას უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, უნდა დავიჯეროთ, რომ არავინ არ არის ივანიშვილი თავისი ფულით და შეგვიძლია შევცვალოთ“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 


close დახურვა