logo
ENG



ვაშაძე ოქრუაშვილის პატიმრობაზე:ოცნების ქმედება ბინძურია-იქნებ ისევ გადავაგდო მოსახლეობა

14 აპრ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

„ძალიან ბინძურია "ქართული ოცნების" ქმედება, როცა კორონავირუსით უნდა, რომ ისარგებლოს,“ - ამის განცხადებას „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშივლის პატიმრობასთან დაკავშირებით აკეთებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება არ შეასრულოს. 

„ქართულ ოცნებას" ეგონა, რომ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საზოგადოებას არ სცალია, ყველა თავის პრობლემაზეა გადართული, იქნებ გავათაღლითო ეს პროცესი და ისევ გადავაგდო მოსახლეობა, უკან წავიღო შეთანხმების ვალდებულებები. ეს არ გამოუვა, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და არსებობს კონკრეტული მექანიზმები და გზები, რითიც ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს. ეს აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ ეს არის ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმება. ძალიან ბინძურია "ქართული ოცნების" ქმედება, როცა კორონავირუსით უნდა, რომ ისარგებლოს და გაწელოს ეს პროცესი“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილისთვის 5 წლიან პატიმრობას შეფარდებას, საქართველოში ამერიკის საელჩო  ეხმაურება. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.


close დახურვა