logo
ENG



ვაშაძე საგანგებოზე: ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად შიმშილის პრობლემაც დადგა

22 მარ 202012:27
3 წუთის საკითხავი
 

"ახალი საქართველოს" ლიდერი მთავრობის მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ამას უარესი შედეგები მოჰყვება და საბოლოოდ ყველაფერი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.

"17 მარტს ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა პირველი განცხადება აგრესიულ ტესტირებაზე და გვითხრა, რომ ის კვირის ბოლოს დაიწყებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, არ დაწყებულა. სამაგიეროდ, გვაქვს გადაწყვეტილება საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად საზოგადოება შიმშილის პრობლემის წინაშეც დავაყენეთ. ნებისმიერი ასეთ დოკუმენტს, რასაც ამტკიცებს ხელისუფლება, უნდა მოყვებოდეს სამოქმედო გეგმა. დღეს კი ვიგებთ, რომ აღარც 10-კაციანი შეზღუდვაა და აღარც არაფერი",-აღნიშნავს ვაშაძე. 

"ახალი საქართველოს" ლიდერს მთავრობის მისამართით კონკრეტული კითხვები აქვს და ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში მთელი საქართველოს მოსახლეობა უმუშევარი დარჩება. ამიტომ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოსავალი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

"რატომ ვუპირისპირებთ ჯანმრთელობას ეკონომიკას ? - რადგან არ გვაქვს დიაგნოსტიკისა და სწრაფი ტესტების შესაძლებლობა, უმუშევარი დავტოვეთ მთელი ქვეყანა. დღეს ყველას აინტერესებს საიდან ექნება შემოსავალი და როგორ უზურუნვლეყოფს პირველადი მოხმარების საგნებით მომარაგებას ხელისუფლება. ინფექციონისტების თქმითაც, ესა უკიდურესად რთული ვითარება როცა სასურსათო მაღაზიები არის სავსე ხალხით და პანიკაშია ყველა. რიგები დგას და ახლა ვირუსის გავრცელების საფრთხის წინაშეა ყველა. მივმართავ გახარიას, ახლა იმის დროა ერთად გამოვიდეთ კრიზისიდან, ეს დოკუმენტი კი არაფერს უშველის. არაფერი ახალი ნაბიჯი ამით არ გადადგმულა. სწრაფი დიაგნოსტიკა, მხოლოდ კორეის გზა და არა იტალიის, ესაა ჩვენი გამოსავალი",-განმარტა გიორგი ვაშაძემ.  

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, გუშინ 21 მარტს გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილება ზუსტად ერთი თვით, 21 აპრილამდე დატოვა ძალაში. უცნობია გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის შემდეგ, მანამდე კი დოკუმენტის მიხედვით ამოქმედდა კონკრეტული შეზღუდვები. მათ შორის აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება, რაც რელიგიურ რიტუალებზე არ ვრცელდება. 


close დახურვა