logo
ENG



ვაშინგტონ პოსტი: დონალდ ტრამპი უნდა ჩავიდეს საქართველოში

04 ნოე 201911:57
3 წუთის საკითხავი
 
r6w0003is3i9ed2.jpg

„დონალდ ტრამპი უნდა ჩავიდეს საქართველოში"- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ვაშინგტონ პოსტში ჟურნალისტი ტომ როგანი. ავტორი წერს, რომ ის შეხვდა საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციას და სწორედ ამის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეერთებული შტატების ლიდერი უნდა ეწვიოს საქართველოს.

ტომ როგანი ტრამპის ვიზიტის აუცილებლობის მთავარ ფაქტორად რუსულ საფრთხეებს ასახელებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ საქართველოს მირ კონტროლირებადი ტერიტორიების შევიწროების ესკალაციას ახდენს, რაც ნაწილობრივ განპირობებულია რუსეთის განახლებული განცდით, რომ მას საქართველოში შესაძლებლობები გაუჩნდა.

ავტორი წერს: „ საქართველოს  მთავრობა, რომელიც იმალება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კულისებს მიღმა, უფრო მეტად ხუჭავს თვალს რუსეთის აგრესიაზე. ამგვარად კი პუტინი თლის, რომ შეუძლია უფრო მეტი გამოსძალოს საქართველოს მთავრობას გაძლიერებული ზეწოლით."

ჟურნალისტის  შეფასებით, ტრამპის ვიზიტი საქართველოსთვის სტიმული იქნება და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერს აღელვებს ამ ქვეყნის მომავალი. 


close დახურვა