ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარედ ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში დაიღუპა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეჭვმიტანილი თავადაც მძიმედაა დაჭრილი.
პრეზიდენტის თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.
ტრამპის თქმით, საჭიროა ყველა იმ უცხოელის ხელახლა გამოკვლევა, რომელიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა ავღანეთიდან.
"ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს"- აღნიშნა ტრამპმა.
