ვაშინგტონში, კუბის საელჩოსთან სროლა იყო. შეიარაღებულმა მამაკაცმა კუბის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის მიმართულებით ცეცხლი ღამის 2 საათზე გახსნა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდამსხმელი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მალევე დააკავეს. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივიც უცნობია. გამოძიებას შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური აწარმოებს.