logo
ENG



ვაშინგტონში არასამთავრობო სექტორის ვიზიტი დღეს სენატით დაიწყება

13 ივლ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 

ვაშინგტონში არასამთავრობო სექტორის ვიზიტი დღეს სენატით დაიწყება. შეხვედრებზე პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. კვირის განმავლობაში შეხვედრებია დაგეგმილი ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებში, როგორიც არის USAID-o Freedom House, Heritage Foundation, ჰელსინკის კომისია და ა.შ. უკვე იყო საუბრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანტის წარმომადგენლებთან და ატლანტიკურ საბჭოში. ვიზიტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც გვიყვება, რომ საუბრების ცენტრალური თემა ლექსო ლაშქარავას სიკვდილია.  


close დახურვა