ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში რამდენიმე ადამიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა და საქართველოში ამერიკის საელჩოს, სიმბოლურად, ბოქლომი დაადეს.
როგორც „ფორმულას“ თეატრალიზებული აქციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გურამ რაქვიაშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ხალხს საარჩევნო ხმის უფლება წაართვა.
„ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა, წაგვართვა ხმის უფლება. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არ შეგვძლია ჩვენით ვმართოთ საკუთარი თავი. ამისთვის მოვედით და ჩამოვკიდეთ სიმბოლურად ბოქლომი, რადგან ასე დააბოქლომა საქართველო. ეს არის სიმბოლური ჟესტი, რომ ვუთხრათ - ჩვენ ამას არ შევეგუებით. ესე აბოქლომებს ივანიშვილი საქართველო და კეტავს მსოფლიოსგან",- განაცხადა რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი.
Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks