logo
ENG



ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალები ისევ გაჩნდა

11 სექ 202112:39
3 წუთის საკითხავი
 

მაჭავარიანის ფერდობზე ისევ ნაპრალები გაჩნდა. 

ახალ ბზარებს შაბათის ფორმულამ მიაკვლია. 

საფრთხე ცენტრალურ მაგისტრალს ემუქრება. 

ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალები პირველად 2021 წლის მარტში გაჩნდა. 

მაშინდელი პირველადი შეფასებით, მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, 19 მეტრი იყო, ამასთან, შესაძლოა დაძრულიყო 500 ათასი კუბური მეტრი მიწა. 

მოგვიანებით, მეწყრის ნაწილი მოჭრეს, ზოგ ადგილას კი ნაპრალი მიწით ამოავსეს. 

26 აგვისტოს ​ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მოძრაობა აღდგა. დედაქალაქის მერიის მტკიცებით, ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ არის და გადაადგილება უსაფრთხოა.

თუმცა, თეა გოლოდაძის განცხადებით, მეწყერსაშიში ზონების უსაფრთხოდ გადაქცევა გამორიცხულია. 


close დახურვა