logo
ENG



ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

01 ივლ 202110:25
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/01/3uyacg4jmm02x8k.png
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

"რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში.

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი გუშინ გაჩნდა.


close დახურვა