logo
ENG



ვახო სანაია თავისუფალია

18 ნოე 202613:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/18/sixxi7ktmewfpby.png

ტელეკომპანია „ფორმულის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

სანაიას 30-დღიანი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ეს სანაიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაწყებული მესამე ადმინისტრაციული საქმე იყო. მანამდე ჟურნალისტს 14-დღიანი პატიმრობა და 6 000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული.


close დახურვა